ყველა კონსოლი, კორტი და ოთახი - აკონტროლე ერთ ეკრანზე.
MIMDINARE აკონტროლებს, რამდენ ხანს გამოიყენება თითოეული კონსოლი, ოთახი თუ კორტი, და დღიურ შემოსავალს თავად ითვლის.
დაწყებიდან შემოსავლამდე, წამებში
დასაწყებად სპეციალური მოწყობილობა არ გჭირდება. გახსენი, დააჭირე და მუშაობს.
დაიწყე ტაიმერი
დააჭირე კორტს, ოთახს ან კონსოლს და სესიის ათვლა მაშინვე იწყება.
თვალი ადევნე ცოცხლად
ყველა აქტიური სესია ერთ ეკრანზე. დროის ამოწურვამდე ავტომატურ შეტყობინებას მიიღებ.
შემოსავალი თავად ჯამდება
ნაღდი, ბარათი და ფიტპასი: დღიური შემოსავალი და ისტორია ავტომატურად განახლდება.
ყველაფერი ერთად, რაც შენს ბიზნესს სჭირდება
როლები და ოპერატორის კონტროლი
ცალკე ანგარიში ადმინისა და ოპერატორისთვის, თითოეული თავისი უფლებებით. სესიის ვადის გასვლის შემდეგ ტაიმერი ითვლის გადაჭარბებულ დროს, ხოლო სისტემა აფიქსირებს, საშუალოდ და მაქსიმუმ რამდენ ხანში ხურავს ოპერატორი სესიას.
სესიის ტაიმერი
თითოეულ რესურსს საკუთარი ტაიმერი აქვს. გააჩერე, განაგრძე ან დაამატე დრო. ფასი ავტომატურად გადაითვლება.
კატეგორიები
VIP, PlayStation, სტანდარტი: დააჯგუფე სესიები ისე, როგორც შენ გჭირდება.
საწყობი და მარაგი
სასმელები და სნეკები სესიას შეგიძლია მიაბა. მომხმარებელი დაჯამებულ თანხას გადაიხდის.
შემოსავალი და მოგება
დღიური ჯამი ნაღდის, ბარათისა და ფიტპასის ჭრილში, რეალურ დროში.
ისტორია და ანგარიშები
ყველა დასრულებული სესია ინახება. ნახე დღის, კვირის თუ თვის ჭრილში სრული ისტორია: სესიაზე განხორციელებული ოპერაციები, დაწყებიდან დასრულებამდე, და თითოეულ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ოპერატორი.
ვადის შეტყობინებები
დრო რომ იწურება, ხმოვანი და ვიზუალური სიგნალი გაფრთხილებს. დასრულება არ გამოგრჩება.
დღის ბოლოს იცი ზუსტად, რამდენი გამოიმუშავე
აღარ გჭირდება ხელით დათვლა და ცხრილები. MIMDINARE ყველა სესიასა და გაყიდვას აჯამებს.
- შემოსავალი გადახდის მეთოდების მიხედვით
- შემოსავალი კატეგორიების და პროდუქტების მიხედვით
- ცვლის დახურვა ერთი შეხებით
ხშირად დასმული კითხვები
რა მოწყობილობა მჭირდება?
ფიტპასს უჭერს მხარს?
რამდენ რესურსს ვმართავ ერთდროულად?
რა ღირს?
ყოველი წუთი ითვლება. დაიწყე დღესვე.
ჩანიშნე შეხვედრა ან დაგვირეკე და ერთად გავუშვათ MIMDINARE შენს ბიზნესში.